Home » საზოგადოება » “აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენაზე საუბარი არ არის”
"აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენაზე საუბარი არ არის"

“აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენაზე საუბარი არ არის”

აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენას გამორიცხავს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, საკითხზე კონსულტაციები არცერთ დონეზე არ მიმდინარეობს. ბახტაძე ასევე უარყობს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზე საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებს შორის კონსულტაციები გაიმართა.

“კონსულტაციები არც ერთ დონეზე არ იმარტება, შესაბამისად, ამას ვერ დავადასტურებ. საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის ამის თაობაზე საუბარი რომ ყოფილიყო “საქართველოს რკინიგზაც” მიიღებდა მონაწილეობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული სარკინიგზო მონაკვეთი წარმოადგენს “საქართველოს რკინიგზის” განუყოფელ ნაწილს” – აცხადებს ბახტაძე.

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენის საკითხზე განცხადება ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ გააკეთა. ოპოზიციის მტკიცებით, საკითხზე სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Share