Home » საზოგადოება » “აფბას” ანალიტიკოსი: ეროვნულმა ბანკმა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: ეროვნულმა ბანკმა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე ავიდა. თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, გაცვლითი კურსი ამ პერიოდში არ გაუფასურებულა.

თუმცა, აქ არ არის აღნიშნული ის ფაქტორი, რომ ეროვნულმა ბანკმა მისსავე დასახელებულ პერიოდში, ანუ აპრილის თვეში 3 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 82.9 მილიონი დოლარი მიაწოდა ბაზარს”, – ამის შესახებ “ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია”, – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია. ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე ავიდა. თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, გაცვლითი კურსი ამ პერიოდში არ გაუფასურებულა.

თუმცა, აქ არ არის აღნიშნული ის ფაქტორი, რომ ეროვნულმა ბანკმა მისსავე დასახელებულ პერიოდში, ანუ აპრილის თვეში 3 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 82.9 მილიონი დოლარი მიაწოდა ბაზარს.

1 აპრილი – 27.5 მილიონი დოლარი (გამოტანილი იყო 40 მილიონი);

15 აპრილი – 25.4 მილიონი დოლარი (გამოტანილი იყო ასევე 40 მილიონი)

22 აპრილი – 30 მილიონი დოლარი;

ასევე, აპრილის თვეში ეკონომიკა თითქმის 45%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, არხები, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის შემდეგნაირად გამოიყურებოდა – ფულადი გზავნილები გაიზარდა 145%-ით, ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, პლუს, ეს მაჩვენებელი 2019 წლის აპრილის მაჩვენებელზეც მეტია 22%-ით.

აღარაფერს ვამბობ სახაზინო აუქციონზე გაყიდულ ფასიან ქაღალდებზე. ასე რომ, ცალსახად ამ ფაქტორის იგნორირება და იმის თქმა, რომ აი 3 მილიარდის რეფინანსირება გვქონდა გაცემული მაგრამ ლარი არ გაუფასურდაო, არ მგონია სწორი.

არავინ იძახის რომ მხოლოდ რეფინანსირების სესხების მოცულობა განსაზღვრავს ქვეყანაში ლარი-დოლარის კურსს და სხვა ფაქტორები მეორეხარისხოვანია, და, ნურც სებ-ი გვეტყვის, რომ ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზეო.

ნურც იმას გვეტყვის, რომ მოკლე პერიოდს ნუ უყურებთო. რადგან კურსის წარმოქმნა ყოველდღიურად მიმდინარეობს და აპრილის თვეში დაფიქსირებული კონკრეტული კურსის შესახებ გარკვეული დასკვნა იანვრის თვის მონაცემით ვერ გაკეთდება.

ასე იყო ამ შემთხვევაშიც – უცხოური ვალუტის შემოდინების არხები გაუმჯობესების გზას დაადგა, რეფინანსირების მოცულობა 900 მილიონამდე შემცირდა და ლარის ასეთი მყისიერი გამყარება ვფიქრობ, სწორად ამ ფაქტორების დამსახურება იყო”, – წერს აფბას ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მთავარი მიზეზი რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებაა, რასაც ეროვნულმა ბანკმა უპასუხა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია. 

Share