Home » ახალი ამბები » აფბა ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“  ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს

აფბა ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“  ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს

სამშაბათს, 30 ნოემბერს, 12 საათზე, სასტუმროში „სტამბა“ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს, სადაც  განიხილავენ ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძისგან გახდა ცნობილი.

მისი თქმით, აფბამ გასული კვირის ბოლოს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო ორგანიზაციის უარყოფითი პოზიცია ფონდის რეორგანიზაციის პროცესის გაჭიანურების გამო.

„საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის გაჭიანურებულ პროცესთან  დაკავშირებით ჩვენი არგუმენტირებული უარყოფითი პოზიცია გასული კვირის ბოლოს გამოვხატეთ.

სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ სულ რამდენიმე დღეში პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრისგან საზოგადოებამ მოისმინა ფონდის რეორგანიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტიანი დასრულების აუცილებლობის შესახებ.

აფბას ცალსახა პოზიციაა, რომ ეს პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით და მასში საკითხით ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციის მაღალი ჩართულობით უნდა წარიმნართოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ და საკითხის განხილვის მიზნით, ორგანიზება გავუკეთეთ ანალიტიკოსების და ექსპერტების ფართო წრის შეკრებას.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს წინადადებას, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, დადებითად გამოეხმაურა საკუთრივ „საპარტნიორო ფონდი“. სამუშაო განხილვაში მათი აქტიური ჩართულობა და   ექსპერტული წრისთვის ფონდის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა, შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესოს, საქმიანს და საგნობრივს გახდის“, – აღნიშნა აფბას ხელმძღვანელმა.

Share