Home » მსოფლიო » AP-HP-ის სამედიცინო კომისიის პრეზიდენტი: AstraZeneca-ს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია, როგორც Pfizer-ის ვაქცინა

AP-HP-ის სამედიცინო კომისიის პრეზიდენტი: AstraZeneca-ს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია, როგორც Pfizer-ის ვაქცინა

კვლევები ცხადყოფს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია, როგორც Pfizer-ის ვაქცინა. ამის შესახებ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულების, AP-HP-ის სამედიცინო კომისიის პრეზიდენტმა, პროფესორმა რემი სალომონმა განაცხადა.

„შესაძლოა, ხალხი ზედმეტად ფრთხილობს. ვშიშობ, რომ საფრანგეთში, სადაც ბევრი ადამიანი ყოყმანობს, მიიღოს თუ არა ვაქცინა, ხალხი ვაქცინის შეჩერებას სწორ ინტერპრეტერიბას არ მისცემს“, – აღნიშნა რემი სალომონმა.

15 მარტს საფრანგეთმა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის კამპანია შეაჩერა. საფრანგეთის ხელისუფლება AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს საბოლოო დასკვნას ელოდება.

16 მარტს, ევროპის წამლის სააგენტოს აღსასრულებელმა დირექტორმა, ემერ ქუკმა განაცხადა, რომ ახალი ანალიზი ცხადყოფს – AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითი რჩება.

„მილიონობით ადამიანის ვაქცინაციის დროს მსგავსი სიტუაცია მოულოდნელი არ არის. გარდაუვალია დაავადებების იშვიათი შემთხვევები, რაც ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება დადგეს. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ადამიანებში თრომბის შემთხვევები გამოიწვია. თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს“, – აღნიშნა ემერ ქუკმა.

ევროკავშირის მარეგულირებელი AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დასკვნას 18 მარტს გამოაქვეყნებს.

imedinews.ge

Share