Home » ახალი ამბები » ანსამბლი „რუსთავის“  პროფესიონალიზმა იაპონური მედია აალაპარაკა
ანსამბლი „რუსთავის“  პროფესიონალიზმა იაპონური მედია აალაპარაკა

ანსამბლი „რუსთავის“  პროფესიონალიზმა იაპონური მედია აალაპარაკა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლირუსთავისსრული შემადგენლობა იაპონიაში იმყოფება, და 50 წლის საიუბილეო ტურნეს გამართავს. ტურნე, რომელიც ქალაქ  იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს და 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 100 ათასზე მეტი მაყურებელი გააოცა.   აი, რას წერს 8 წლის ჰირომასა ტაგაკი, რომელიც ჰიროსიმაში ცხვორობს და ქართულმა ფოლკლორმა აღფრთოვანებული დატოვა: დიდი მადლობა იმისთვის, რომ შესანიშნავი სიმღერები და ცეკვები გვაჩვენეთ. მე აღფრთოვანებული ვარ!! კიდე ერთხელ მობრძანდით ნაგასაკიში. ღვინისა და წეროს ორიგამს (ქაღალდის სათამაშოს) გაჩუქებთ”.

გულგრილი არც იაპონური მედია დარჩენილა. ისინი   ქართულ ფოლკლორულ ანსამბლს გამოცემის პირველ გვერდებს უთმობდნენ და მათზე ემოციურ და გულწრფელ მესიჯებს არ იშურებდნენ: „ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. ეს გვსმენია. ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. ეს დღეს ჩვენ ცოცხლად მოვუსმინეთ. ზოგადად, ფოლკლორი დაკავშირებულია  ჩვენს წინაპართა ყოფასთან. ეს ყველგან ასეა. რაც ჩვენ დღეს ვნახეთ და მოვუსმინეთ, ამან მოლოდინს გადააჭარბა“.

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/539986193130191/

https://www.youtube.com/watch?v=H7mBD9lncUM&feature=youtu.be&fbclid=IwAR2JJfRxLsWcQ4bzyIdB19G7jQC-WZqEOeeUa_OFb45f2M4LOBNJKR5D3Aw

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლირუსთავიდაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

 

Share