Home » მსოფლიო » ანგელა მერკელი სააღდგომო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ცვლის და საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ანგელა მერკელი სააღდგომო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ცვლის და საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღდგომის დღეებში 5-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და საზოგადოებას მოუბოდიშა.

”შეცდომა უნდა ეწოდოს და რაც მთავარია, დროულად უნდა გამოსწორდეს. ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა. ვიცი, რომ ამ წინადადებას გაურკვევლობა მოჰყვა, ძალიან ვწუხვარ და პატიებას ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ” – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაწყვეტილებას აღდგომის დღეებში 5-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების შესახებ, რომელიც ორი დღის წინ მასსა რეგიონების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან, ასევე რელიგიური ლიდერებისგან კრიტიკა მოჰყვა.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, გერმანიაში 1-5 აპრილის პერიოდში შეზღუდვები უნდა გამკაცრებულიყო, კერძოდ, ყველა მაღაზია უნდა დახურულიყო, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლისგან თავი უნდა შეეკავებინათ და სოციალური კონტაქტები შეეზღუდათ, იკრძალებოდა ასევე საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება.

ამასთან, რაც შეეხება „ლოქდაუნის“ 18 აპრილამდე გაგრძელებას, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

წყარო: ipn.ge

Share