Home » მსოფლიო » ანგელა მერკელი – ბალკანეთის რეგიონს ევროკავშირის წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი

ანგელა მერკელი – ბალკანეთის რეგიონს ევროკავშირის წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ალბანეთს, სერბეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

”ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესია, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები იყვნენ”, – აღნიშნა მერკელმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ.

მერკელის თქმით, სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე მისი ქვეყანა მიაღწევს პროგრესს სასამართლო რეფორმების მიმართულებით, რაც ბლოკის წევრობის წინაპირობაა.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკანასკნელად სტუმრობს.

დღეს ის ალბანეთში ჩავა, სადაც ალბანეთის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებს შეხვდება.

Share