Home » ბიზნესი » ანგარიშთა მმართველის პოზიციიდან „საქართველოს ბანკის“ დირექტორის მოადგილეობამდე – ეთერ ირემაძე და ზურაბ ქოქოსაძე დაწინაურდნენ

ანგარიშთა მმართველის პოზიციიდან „საქართველოს ბანკის“ დირექტორის მოადგილეობამდე – ეთერ ირემაძე და ზურაბ ქოქოსაძე დაწინაურდნენ

„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. რამდენიმე დღეა, რაც არჩილ გაჩეჩილაძის მოადგილეებად ზურაბ ქოქოსაძე და ეთერ ირემაძე დაინიშნენ. ეთერ ირემაძემ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა SOLO ბიზნეს მიმართულებით, ხოლო ზურაბ ქოქოსაძემ კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით დაიკავეს.

აღსანიშნია, რომ როგორც ირემაძე, ისე ქოქოსაძე 15 წელზე მეტია, რაც „საქართველოს ბანკის“ გუნდის წევრები არიან და ორივე მათგანმა კარიერა ანგარიშთა მმართველის პოზიციიდან დაიწყო.

ეთერ ირემაძე  „საქართველოს ბანკში“ 2006 წლიდან მუშაობს. იყო უფროსი კორპორაციული ბანკირი; უფროსი ურთიერთობების მენეჯერი; სექტორის უფროსი; კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფის დირექტორი; SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი; SOLO ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი.

ეთერ ირემაძეს ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის გრენობლის ბიზნესსკოლის (GGSB) / კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ზურაბ ქოქოსაძის კარიერა „საქართველოს ბანკში“ 2003 წლიდან იწყება. ქოქოსაძემ გაიარა გზა ანგარიშთა მმართველის სტაჟიორიდან გენერალური დირექტორის მოადგილეობამდე. იყო კორპორატიული ბანკირი; უფროსი კორპორატიული ბანკირი;  სექტორის უფროსი; კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (ბიზნეს სექტორების დაკრედიტება; ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

ზურაბ ქოქოსაძეს ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლაში აქვს მიღებული. ასევე, ფლობს მაგისტრის ხარისხს და ასევე არის გრენობლის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული.

Share