Home » საზოგადოება » ანდრია გვიდიანი – საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში

ანდრია გვიდიანი – საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესი იყო პოზიტიური, ზოგიერთი კრიტიკული და, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაადეკვატურიც კი შემხვდა. ძალიან გამიკვირდა “ლელოს” წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია. თუმცა, ესეც მესმის, პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესი იყო პოზიტიური, ზოგიერთი კრიტიკული და, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაადეკვატურიც კი შემხვდა. ძალიან გამიკვირდა “ლელოს” წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია. თუმცა, ესეც მესმის, პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში.

გადავწყვიტე, წერილში მოყვანილ ყველა პუნქტს ვუპასუხო

❌ დასუსტდა საქართველოს ტრადიციული, სატრანზიტო როლი. ქვეყანას კვლავ არ აქვს ღრმაწყლოვანი, თანამედროვე პორტი

✅ ფოთში იგეგმება APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტი დაწყებულია და დაფინანსებული აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობით. ასევე, სახელმწიფომ ყველა ვალდებულება შეასრულა და კონსტიტუციითაც კი გაამყარა ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა – სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელებას ერთ-ერთმა ბიზნესჯგუფმა თავი ვერ მოაბა, ლელოში მოიკითხონ, ეცოდინებათ.

❌ ვერ დასრულდა ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის თუნდაც ერთ საზღვარს მეორესთან დააკავშირებდა;

✅ მხოლოდ 2019 წელს აშენდა იმავე მოცულობის ჩქაროსნული მაგისტრალი, რაც 2006- 2012 წლებში ერთად აღებული (2013 წლამდე აშენებულია 68 კმ, ხოლო 2013 წლიდან დღემდე – 200 კმ);

❌ მინელდა ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 11%-დან 7%-მდე დაეცა;

✅ (2004-2012) ქვეყანაში შემოვიდა 9,170 მილიარდი დოლარი, “ოცნების”7 წლიანი მმართველობის (2013-2019) პირობებში 10,751 მილიარდი დოლარი; აქვე (პუი/მშპ – 7.3%), საქართველო პირველ ადგილზეა სამეზობლოში, ასევე იგივე მაჩვენებლით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და მსოფლიოს 186 ქვეყნიდან 22-ე ადგილზეა მსოფლიოში;

❌ ჯერ კიდევ პანდემიამდე, სამუშაო ადგილების რაოდენობა 27.000-ით შემცირდა კერძო სექტორში;

✅ უმუშევრობის დონე 2012 წელს არსებული 17,2%-დან, 2019 წლის მონაცემებით, 11,6%-მდე შემცირდა, გარდა ამისა, 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. ასევე, 2012 წელს ყოველ 100 ოჯახზე საშუალოდ მოდიოდა 40 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული (დაქირავებული) 68 პირი, 2019 წელს კი ყოველ 100 ოჯახზე მოდის მხოლოდ 25 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული 81 ადამიანი;

❌ კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა და მისი ნიშნული დაწესებულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა;

✅ 2019 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 42%- ის ფარგლებში დაფიქსირდა. თუმცა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად, ცხადია აუცილებელი გახდა საგარეო ფინანსური რესურსების მოზიდვა. ვფიქრობ, ეს სრულიად გასაგები და მარტივად აღქმადია, შესაბამისად პანდემიით მანიპულირება პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია;

❌ არ განვითარდა კაპიტალის ბაზარი და საფონდო ბირჟა. ბიზნესის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კვლავ ბანკები რჩება;

✅ ბანკირის პარტიიდან ამ საკითხის წამოწევა უტიფრობა მგონია – ჯობს კაპიტალის ბაზრის არარსებობაზე პარტიის შიგნით იმსჯელონ. ისე, ცნობისთვის, როცა კაპიტალის ბაზარზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ განხორციელდა ეკონომიკისთვის სტრუქტურულად მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა, რომელიც, თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯია;

❌ უმნიშვნელოდ გაიზარდა სახელმწიფო პენსია. რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალი პენსია დოლარში გაანგარიშებით საქართველოში აქვთ და ის დაახლოებით 73 დოლარს შეადგენს;

✅ პირველი რიგში მინდა ვთქვა, რომ სავალუტო კურსზე აქცენტის გაკეთება და ამით მანიპულირება უვიცობა მგონია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპენსიო რეფორმის პირველი ფაზის (დაგროვებითი საპენსიო სიტემის ჩამოყალიბება) პარალელურად, საქართველოში დამკვიდრდა პენსიების ინდექსაციის პრაქტიკა, შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ყოველწლიურად გარანტირებულად გაზარდოს საბაზისო პენსია;

❌ არ შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ისევ სოციალურად დაუცველია;

✅ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012-2019 წლებში 30,0 პროცენტიდან 19.5 პროცენტამდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ, 92%-ით – 1,7 მილიარდი ლარიდან 3,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება. 2013 წლიდან გაორმაგდა საარსებო შემწეობის ოდენობა და განისაზღვრა ერთწევრიანი ოჯახისთვის 60 ლარის, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე – 48 ლარის ოდენობით. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში შეიცვალა მიდგომა და, მაგალითად, ადამიანმა ტელევიზორი თუ შეიძინა საარსებო შემწეობას არ უხსნიან. შესაბამისად, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აპელირება არასწორია;

❌ საბოლოოდ, ქვეყანაში ვერ შეიქმნა ძლიერი საშუალო ფენა. დღეს, შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 3% იხდის ქონების გადასახადს და მიეკუთვნება, ჩვენი გაგებით, საშუალო ფენას. დაქირავებულთა მედიანური ხელფასი 600 ლარის ფარგლებშია;

✅ “ლელოს გაგებით” საშუალო ფენა რას ნიშნავს, არ ვიცი. ისე, ცნობისთვის, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1.129 ლარს შეადგენს”

 

Share