Home » საზოგადოება » ანდრია გვიდიანი: ერთადერთი სწორი გზა არის ახალი ჰესების მშენებლობა, გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ

ანდრია გვიდიანი: ერთადერთი სწორი გზა არის ახალი ჰესების მშენებლობა, გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ

“ჩვენ გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ. ამ რესურსების გამოუყენებლობა კი დანაშაულად მიმაჩნია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

“ბოლო ორი დღეა მთელი “სანაცეთი” თავის “მთავარი არხით” მობილიზდა “ონის ჰესების კასკადის” წინააღმდეგ.

მათი ასეთი გააფთრებული აქტიურობა გამოწვეულია ერთადერთი ფაქტორით – პროექტს ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდი” აფინანსებს. შესაბამისად, რადგან ამ ამბავში ივანიშვილის სახელი ფიგურირებს, ახლა გახდნენ ეკოლოგები, ენერგეტიკოსები, ძირძველი რაჭველები და ა.შ.

ეს ხალხი დაუფარავად ეწინააღმდეგება განვითარებას და წინსვლას. ამაზე მეტი მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი რაღა უნდა გააკეთონ?! ე.წ. ოპოზიციამ ამ უაზრო კრიტიკით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათთვის პარტიული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

ახლა რაც შეეხება ენერგეტიკის სტატისტიკას 📊

– ელ.ენერგიის მოხმარება გვაქვს 13.3 მილიარდი კილოვატსაათი;

– სულ გამოვიმუშავებთ 11.8 მილიარდ კილოვატს;

– გამომუშავებაში იმპორტული ნედლეულით (გაზი) თბოსადგურები გამოიმუშავებენ 2.8 მილიარდ კილოვატს;

– იმპორტი გვაქვს 1.6 მილიარდი (რუსეთი, აზერბაიჯანი);

– საშუალოდ ყოველწლიურად მოხმარება გვეზრდება 5%-ით;

– საბაზისო სცენარით, 2030 წელს საქართველოს ელ.ენერგიის მოხმარება გაუტოლდება 22.7 მილიარდ კილოვატსაათს;

– საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკურად და ფინანსურად გამართლებული რესურსი შეადგენს დაახლოებით 15.500 მეგავატს (40 მილიარდ კილოვატსაათს), აქედან ათვისებული გვაქვს დაახლოებით 20%;

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ახალი ჰესების და სხვა გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა ფსევდო გარემოსდამცველების და, მით უმეტეს, პოლიტიკოსების მხრიდან არის მავნებლობა და მეტი არაფერი.

ჩვენ გვაქვს უდიდესი რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ. ამ რესურსების გამოუყენებლობა კი დანაშაულად მიმაჩნია.

თუ გვინდა გვქონდეს შემდგარი სახელმწიფო, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება”, – წერს გვიდიანი, სოციალურ ქსელში.

Share