Home » ეკონომიკა » ანდრია გვიდიანი – ეკონომიკის გახსნა დაიწყო, რაც ძალიან დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა

ანდრია გვიდიანი – ეკონომიკის გახსნა დაიწყო, რაც ძალიან დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა

“დარწმუნებული ვარ მთავრობას ექნება სრული მზაობა, რომ ნებისმიერი “პრობიზნესური” ინიციატივა სწრაფად იქნას მიღებული”, – ამის შესახებ ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ეკონომიკის გახსნა დაიწყო, რაც ძალიან დროული და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დღევანდელი გადაწყვეტილება დამატებითი ჟანგბადის წყარო იქნება. 2020 წელი საკმაოდ რთული ეკონომიკური მაჩვენებლებით დავხურეთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიმდინარე წელს მეტნაკლებად დავაბალანსოთ წინა წლის ჩავარდნა.

შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბიზნესის ხელშესაწყობად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული სწორედ ბიზნესის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

შეზღუდვების მოხსნა შეეხო ყველა ეკონომიკურ საქმიანობას, იმედი მაქვს ბიზნესები სწრაფად შეძლებენ თავიანთი საქმიანობის სრული დატვირთვით აღდგენას. ამ პროცესში კი დარწმუნებული ვარ მთავრობას ექნება სრული მზაობა, რომ ნებისმიერი “პრობიზნესური” ინიციატივა სწრაფად იქნას მიღებული”, – წერს გვიდიანი.

Share