Home » საზოგადოება » ანატოლი ბიბილოვი – ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა

ანატოლი ბიბილოვი – ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას „ცალმხრივ და პოლიტიზირებულ დოკუმენტად“ აფასებს.

ბიბილოვმა სააგენტო RES-თან საუბარში განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა.“

ბიბილოვის თქმით, დოკუმენტს ”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან” და ნაკარნახევია ”დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე”.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები, ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და წამების აკრძალვის ვალდებულება.

Share