Home » საზოგადოება » ანაფილაქსიური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას – ზურაბ გურული

ანაფილაქსიური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ „ანაფილაქსიური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“.

„1. ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

2. ანაფილაქსიური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსიური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.
მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსიური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.

7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“,- წერს გურული.

Share