Home » საზოგადოება » ანამნეზში არ ჰქონდა აღნიშნული ალერგიული ფონი – გამყრელიძე კომაში მყოფ ექთანზე

ანამნეზში არ ჰქონდა აღნიშნული ალერგიული ფონი – გამყრელიძე კომაში მყოფ ექთანზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი ექთნის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანამნეზში ალერგიული ფონი აღნიშნული არ იყო.

„ანამნეზში არ ჰქონდა აღნიშნული ალერგიული ფონი. ის აქამადე აცრილი იყო სვადასხვა ვაქცინით, სეზონური გრიპის ვაქცინებით. ამ ეტაპზე პაციენტი ინტუბირებულია.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია. ის გადაყვანილია თბილისში“,- ამბობს გამყრელიძე.

Share