Home » საზოგადოება » ანა დოლიძემ მოსახლეობასთან ერთად “m2”-ის მიერ მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა

ანა დოლიძემ მოსახლეობასთან ერთად “m2”-ის მიერ მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა

პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ნუცუბიძის 127 ნომერში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კომპანია “m2”-ის მიერ მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა. ანა დოლიძის განცხადებით, სახეზეა უკანონო განაშენიანების მორიგი შემთხვევა, რასაც თბილისში ხშირად ვაწყდებით.

მისივე თქმით, ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი, საფრთხე ექმნება მთლიან ტერიტორიას და ამის გათვალისწინებით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობა შესაჩერებელია.

,,ჩვენთან 10-ჯერ უფრო ნაკლები მწვანე სივრცეა, ვიდრე საშუალო ევროპულ ქალაქში. ფაქტობრივად, ვიხრჩობით და ჩვენ ქალაქში ჰაერი არ არის. თითო გოჯ მწვანე მიწას უნდა გაუფრთხილდეთ ამის ნაცვლად კომერციული და ხშირად კორუფციული ინტერესის გამო ჩვენ წინ არის უკანონო განაშენიანება.

კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე პირველ რიგში მოსაკვლევი არის რამდენად საშიშია ეს მეწყერი, მოსახლეობა მიუთითებს, რომ ადგილზე მეწყერი არის ჩამოწოლილი, შესაბამისად, საფრთხე შეექმნა მთლიანად ამ ტერიტორიას, ამიტომ მშენებლობა შესაჩერებელია.

კარგად არის შესასწავლი დამოუკიდებლად ექსპერტების მიერ რამდენად შეიძლება აქ დიდი კორპუსის აშენდება. ეს არის მეწყერსაშიში ზონა, რომლის განაშენიანება არ შეიძლება”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

Share