Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე: აჭარაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია, რეგიონმა შესაძლოა, ტურისტები მიიღოს

ამირან გამყრელიძე: აჭარაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია, რეგიონმა შესაძლოა, ტურისტები მიიღოს

აჭარის რეგიონში დღეს, ყველა სხვა რეგიონისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა.

„აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იქ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია. თუკი, საზოგადოება ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ზომებს, პირველ რიგში კი, პირბადის ტარებას, შესაძლებელია რეგიონმა ტურისტები მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

Share