Home » მსოფლიო » „ამიერიდან მხოლოდ მოქალაქეებს შეეძლებათ პრემიერ-მინისტრის არჩევა“
„ამიერიდან მხოლოდ მოქალაქეებს შეეძლებათ პრემიერ-მინისტრის არჩევა“

„ამიერიდან მხოლოდ მოქალაქეებს შეეძლებათ პრემიერ-მინისტრის არჩევა“

„ამიერიდან მხოლოდ ერთ სუბიექტს შეეძლება პრემიერ-მინისტრის არჩევა. ეს სუბიექტი არის სომხეთის მოქალაქე“ – ამ სიტყვებით მიმართა სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

„დღეიდან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ამიერიდან მხოლოდ ერთ სუბიექტს შეეძლება პრემიერ- მინისტრის არჩევა. ეს სუბიექტი არის სომხეთის მოქალაქე. გამარჯვება ის კი არ არის, რომ მე ამირჩიეს პრემიერ მინისტრად, არამედ ის, რომ თქვენ თავად აირჩიეთ თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები ემსახურებიან ხალხს და დღეიდან ხალხმა უნდა იზრუნოს, რომ ისინი სამართლიანად და თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხმა ისეთივე ნაბიჯი უნდა გადადგას, როგორც ეს 2018 წლის აპრილში გააკეთა“, – განაცხადა სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა.

Share