Home » ეკონომიკა » „ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის“

„ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის“

მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.

„ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ქართული სტარტაპ Pulsar AI-ს ყიდულობს. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება „სპინქარის“ პლატფორმაზე.

მსურს „Pulsar AI“-ის შესანიშნავ და ნიჭიერ გუნდს მივულოცო ეს წარმატება, რომელსაც მათ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს.

ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ინოვაციების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

Share