Home » საზოგადოება » “ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს”
"ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს"

“ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს”

ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში  ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანიასთან SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს  ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-გარემო კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა.

„ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია, ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. პირველ რიგში, მინდა გამოვყო და მივესალმო ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. 

წელს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განტმიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის. აშშ-მა ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს მთელი 25 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

Share