Home » მსოფლიო » ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

ამერიკელმა მაიკ კრისტიანსენმა ლატარეის ჯეკპოტი წლის განმავლობაში მეორედ მოხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად.

„ვერ ვიჯერებდი. ამის რა შანსები არსებობს? არ მეგონა თუ ეს რეალობა იყო“, – განაცხადა კრისტიანსენმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებს გაუმხილა რომ ორივე ბილეთი ერთსა და იმავე მაღაზიაში იყიდა. მან ასევე გაამხილა, რომ თანხის ნაწილს ახალი ავტოფარეხის ასაშენებლად გამოიყენებს, ნაწილს კი თავის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს.

წყარო: imedinews.ge

Share