Home » მსოფლიო » ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკელი ტრეიდერი პიერ ანდიურანი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. მისი თქმით, 2016 წლის ბოლოსთვის ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ფასი 50 დოლარს მიაღწევს, 2017 წელს – 70 დოლარს, ხოლო 2018 წელს 90 დოლარამდე გაიზრდება. ამერიკელი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ ნავთობზე დაბალი ფასი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

„ვფიქრობ, ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ახლაა“, – აღნიშნა პიერ ანდიურანმა, რომელიც გასულ წელს ნავთობის ფასის 30 დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებდა.
ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობი 33,62 დოლარი, „ბრენტის“ ტიპის ნავთობი კი 35,99 დოლარი ღირს.

მსოფლიო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმალობაში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ერთი წლის წინ 100 დოლარზე მეტი ღირდა. ფასების ვარდნა მოთხოვნის შემცირებამ და ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Bpn.ge

Share