Home » ახალი ამბები » ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო – ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს
ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო - ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს

ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო – ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს

საელჩო საკუთარ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების პოსტებს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. დიპლომატი წერს, რომ თავის ყველა მეგობარს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევს.

,,საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს.” – ერინ ჯარეტი, ამერიკელი დიპლომატი.

This country has truly stolen my heart. I would encourage all my friends and family to #SpendYourSummerInGeorgia—and they already have! We have welcomed so many visitors to here, including my parents who experienced an authentic Supra with our friends in Kakheti. Georgia has such a rich cultural past, but I’m even more excited to see what Georgia’s future will bring. I am constantly inspired by the people I meet working to improve their communities and build a Georgia that is prosperous and free. – Erin Jarrett, American Diplomat.

პოსტი აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

Share