Home » მსოფლიო » ამერიკელებმა „შავ პარასკევს” ინტერნეტ-შოპინგზე 9 მლრდ დოლარი დახარჯეს

ამერიკელებმა „შავ პარასკევს” ინტერნეტ-შოპინგზე 9 მლრდ დოლარი დახარჯეს

ამერიკელებმა ახალი კორონავირუსის პირობებში მიმდინარე წლის „შავ პარასკევს“ ონლაინ შესყიდვებზე რეკორდული 9 მილიარდი დოლარი დახარჯეს. Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებს ავრცელებს კომპანია Adobe Analytics-ი, რომელიც ამერიკის 100-დან 80 ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელის ანალიზირებას ახდენს.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 7 მილიარდ 400 მილიონი, 2018 წელს კი 6 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. როგორც მკველვარები ამბობენ, ინტერნეტ მაღაზიებისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ბევრ შტატში პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეჩერებულია.

რაც შეეხება პროდუქციას, მოხმარებლებში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო მობილურ მოწყობილობებზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა მომხმარებელთა ინტერესი საიუველირო ნაკეთობებისადმი და ფეხსაცმლისადმი.

„შავი პარასკევი“ როგორც ცნობილია დიდი ფასდაკლებების დღეა შტატებში და ის მადლიერების დღეს შემდეგ, პარასკევს იმართება.

Share