Home » ეკონომიკა » „ამ ყველაფრის საკრედიტო რესურსი თუ მოგვცეს, 6 წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდება და 200,000 ადამიანი დასაქმდება“

„ამ ყველაფრის საკრედიტო რესურსი თუ მოგვცეს, 6 წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდება და 200,000 ადამიანი დასაქმდება“

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს პოსტს, სადაც ის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით იმ ძირითადი სექტორების განვითარებაზე წერს, რომელსაც 6 წელიწადში ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია.
“ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით დადგინდა, რომ საქართველოს მრეწველობის სისტემური დარგები შესაძლოა გახდეს:
1. სამშენებლო მასალების წარმოება
2. კვების პროდუქტების წარმოება
3. ენერგიის წარმოება
არ ჩანს ეს ცუდი ვარიანტი. სამშენებლო-სარემონტო მასალები იმპორტს ჩაანაცვლებს და ვალუტასაც შემოიტანს. უკვე არსებული მშენებლობის მაღალი ტემპი კი დაუყოვნებლივ მისცემს ბიძგს ასეთ წარმოებებს. კვების პროდუქტების წარმოება კი ცალსახად ნიშნავს სოფლის მეურნეობის და მეთევზეობა/თევზჭერის განვითარებას. ამ ორი სფეროს განვითარებით უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდება და სოფლის მოსახლეებს საკუთარი პროდუქციის გასაღების სტაბილური გზა გაუჩნდებათ. ენერგიის გენერაცია მართალია ბევრ ადამიანს ვერ ასაქმებს, მაგრამ ენერგეტიკა რომ ნებისმიერი ეკონომიკის ფუნდამენტია ამაზე არავინ დაობს.
ამ სამ დარგს დავამატებდი საფეიქრო/მსუბუქ მრეწველობას, რომელიც ყველაზე მეტად ასაქმებს სოფელში მცხოვრებ ქალებს, ფარმაცევტულ და კერამიკული ჭურჭლის წარმოებას, ასევე არსებული სამრეწველო სიმძლავრეების ეტაპობრივ მოდერნიზაციას.
ამ ყველაფრის საკრედიტო რესურსი თუ მოგვცეს, 6 წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდება და 200,000 ადამიანი დასაქმდება. საქართველოს სავალუტო რეზერვები $3,5 მილიარდს შეადგენს, ხოლო საპენსიო ფონდში 1,4 მილიარდი ლარია და ამ რესურსის გამოყენება შეიძლება, თუ ნება დაგვრთეს”.
https://www.facebook.com/irakli.gogava.5/posts/10222340275348479
Share