Home » ფინანსები » “ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია”
"ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია"

“ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, სეხის გაცემა, როცა იცი, რომ ადამიანი ვერ გადაიხდის, არ შეიძლება. ამიტომ, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან რეალურად, ხალხს იმ პროცენტის გადახდა, რაც აქამდე ეკისრებოდათ სესხის დაფარვამდე, არ შეეძლოთ.

“ურთიერთ დაცულობა, თამაშის წესი უნდა არსებობდეს. სესხი არ შეიძლება გასცე ისეთი პირობით, როცა იცი წინასწარ, რომ ვერ გადაიხდის ადამიანი. მიკოროსაფინანსოები, კერძო გამსესხებლები, ონლაინსესხები, ისეთი პროცენტებით გაიცემა, რომლის დაფარვა არ შეუძლია მომუშავე ადამიანსაც კი. ასეთი რამ, მსოფლიოში არასად არ ხდება. ჩვენთან მახინჯად გაგებული ე.წ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. იმაზეა ლაპარაკი, რომ საკმაოდ უვიცი ხალხის მიერ შექმნილი გარემოა. არაფერი არ არის დარეგულირებული, ეს არის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა. ონლაინ სესხების კომპანია 1700 პროცენტს ახდევინებდნენ ადამიანს. თუ ადამიანს უჭირს და ვერ იხდის, ყველაფერი მიდის ამ ყაჩაღებთან. ეს არ არის ბიზნესი, ამიტომ რეგულაციები აუცილებელი იყო. ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში გადაიდგა. არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. მსოფლიოში უკვე ჩამოყალიბებულია ეს მეთოდები. ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება” – განუცხადა “პრაიმტაიმს” გიორხელიძემ.

Share