Home » საზოგადოება » ,,ამ აპლიკაციის გარეშე (სადაც იქნება აცრილის სტატუსი) ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი”

,,ამ აპლიკაციის გარეშე (სადაც იქნება აცრილის სტატუსი) ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი”

​კოვიდ პასპორტების წინააღმდეგ, მოსახლეოების ნაწილის პროტესტს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ალტერნატივა შეიძლება იყო მობილურში ჩატვირთული აპლიკაცია.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები მაგრამ გავატაროთ

საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი.

ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ

პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!“, – წერს კულუმბეგოვი.

Share