Home » საზოგადოება » ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეფასებისას ალიევმა განაცხადა, რომ ამ მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოსაც შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

Share