Home » მსოფლიო » ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში.

”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით მომდევნო ასი წლის განმავლობაში,” – თქვა მან.

ამავდროულად, მილერმა დაამატა, რომ ზოგიერთი საბადო, რომელსაც გაზპრომი ამჟამად იამალში ავითარებს, იმუშავებს 2132 წლამდე.

გარდა ამისა, მისი თქმით, აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე ჰოლდინგის დიდი საბადოებიდან – ჩაიანდინსკოიე და კოვიკტინსკოე – გაზის მიწოდება ჯერჯერობით შეადგენდა მთლიანი რეზერვების მხოლოდ მეოთხედს, 1 ტრილიონ კუბურ მეტრს.

ანგარიშების თანახმად, რუსეთს მსოფლიო ნავთობის მარაგის 6% და გაზის 20% აქვს. წიაღისეულში შესწავლილი მინერალური რესურსების მთლიანი ღირებულება 28 ტრილიონი დოლარია, ანუ ქვეყნის მშპ-ს 1900%.

ანგარიშთა პალატის (Счетная палата) შეფასებით, წარმოების ამჟამინდელი დონით (550 მილიონი ტონა წელიწადში), ნავთობის მარაგი საკმარისია 35 წლისთვის, ხოლო გაზი – 50 წელი.

ამავე დროს, ნავთობის საბადოების ორი მესამედი ძნელად მოსაპოვებელია, რომელიც მდებარეობს ძირითადად არქტიკაში (60%). მისი მოპოვება ძვირია და მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

სანდრო პირველი

 

Share