Home » მსოფლიო » ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.

„სტუდენტებო, თუ სასწავლოდ მოხვედით, მაშინ ისწავლეთ. ვინც კანონის დარღვევით არასანქცირებულ აქციებზე გამოვიდა, უფლებას კარგავს, იყოს სტუდენტი. გთოვთ, ასეთები ჯარში ან ქუჩაში გააგზავნეთ. ისინი უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

წყარო: imedinewa.ge

Share