Home » ფინანსები » ალექსანდრე ძნელაძე: ლარიზაცია უკვე საკმაოდ მკაცრია

ალექსანდრე ძნელაძე: ლარიზაცია უკვე საკმაოდ მკაცრია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ლარიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას, დღესაც მკაცრია.

„უფრო მკაცრია მოთხოვნები, ვიდრე უნდა იყოს. აქ პრობლემაა ის, რომ Fitch-ის უკანასკნელი შეფასებითაც ლარიზაციის პროცესი ნელია და შეიძლება კიდევ უფრო შენელდეს. ამიტომ, მიზანი მესმის, თუმცა, მიმაჩნია, რომ ის ისედაც საკმაოდ მკაცრია.

მნიშვნელოვანია შევაფასოთ, რის გამკაცრებაზეა საუბარი და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს,“ – აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.

მარეგულირებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ლარიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით ლოგიკურად მიაჩნია. ცენტრალურ ბანკში დედოლარიზაციის გამკაცრების რესურსს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ ამისთვის საბანკო სექტორიც მზად არის.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის შალვა მხატვრიშვილის განმარტებით, მარეგულირებელმა შესაძლოა განიხილოს რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრება.

business-partner.ge

Share