Home » ახალი ამბები » ალეკო ელისაშვილი – ვიცოდით, რომ თოვლი იყო მოსალოდნელი, წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი

ალეკო ელისაშვილი – ვიცოდით, რომ თოვლი იყო მოსალოდნელი, წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაეფექტური სამინისტროა, დღევანდელი დღე ადასტურებს – თოვლი მოვიდა და პარალიზებულია მთელი საქართველო,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ვიცე- პრემიერ მაია ცქიტიშვილს პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

ელისაშვილი ინტერესდება, რატომ არ უზრუნველყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური მარილის დაყრა გზებზე.

“რა მაგრა მუშაობს ესე იგი ინფრასტეუქტურის სამინისტრო, რამდენიმე დღით ადრე ყველამ ვიცოდით, რომ დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი, რა უნდოდა წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი. დღევანდელი დღეა ილუსტრატორი, როგორი არაეფექტურია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს კითხვა დავუსვი არ იცოდით, რომ თოვლი მოვიდოდა-თქო, თუ იცოდნენ რა თადარიგი დაიჭირეს, როცა ასეულობით მაქანაა მთელ საქართველოში დამტვრეული და გადაადგილებაა გართულებული,”-განაცხადა ელისაშვილმა.

Share