Home » საზოგადოება » ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას და თუ ვინმეს მოსთხოვენ, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიქნებით შუამავალი „ლიბერთი ბანკთან“. მეორე – თუ ჰყავთ ისეთი თავდები პენსიონერებს, რომელთაც აქვთ დასაბუთებული შემოსავალი, ბანკი მზად არის არა 36% პროცენტში, არამედ გაცილებით ნაკლებ პროცენტში მისცეს სამომხმარებლო სესხი.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი – ბანკი მზადაა პენსიონერებს, რომელებიც თვიდან თვემდე 50-70 ლარს იხდიან და ეს მათთვის ძალიან მძიმეა, გაუგრძელოს კრედიტის ვადა და შესაბამისად, შემცირდეს ეს გადასახდელი თანხა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Share