Home » ახალი ამბები » ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ აცრის შემდეგ დამძიმდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

Share