Home » ფინანსები » ახალი ხუთლარიანი უკვე მიმოქცევაშია
ახალი ხუთლარიანი უკვე მიმოქცევაშია

ახალი ხუთლარიანი უკვე მიმოქცევაშია

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიმოქცევაში განახლებული ხუთლარიანი ბანკნოტები გამოვიდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ახალი ბანკნოტები ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.

რაც შეეხება დიზაინს, განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა და ის დაცულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

ამ დროისთვის, ათლარიანის გარდა, ყველა განახლებული ბანკნოტია მიმოქცევაში. ახალი ათლარიანი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

განახლებული ხუთლარიანი ბანკნოტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა ბანკის საკასაციო ცენტრში მიაწოდა.

 

Share