Home » ახალი ამბები » ახალი კანონპროექტით, ვეღარ გაიგებთ თუ რომელ სიგარეტს ეწევით
ახალი კანონპროექტით, ვეღარ გაიგებთ თუ რომელ სიგარეტს ეწევით

ახალი კანონპროექტით, ვეღარ გაიგებთ თუ რომელ სიგარეტს ეწევით

შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება” – წერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში. ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. ცვლილებას ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ და ორგანიზაცია ორგანიზაციამ ბიზნესი კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დღეს აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მათი შეფასებით, ცვლილება ინტელექტუალური საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასია და ის ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს მოხმარებას გაზრდის.

ბიზნესის განცხადება სიგარეტის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტში თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის დამატებასთან დაკავშირებით, ჩაატაროს საჯარო კონსულტაცია და ზემოქმედების შეფასების კვლევა, რათა გათვალისწინებული იყოს პერსპექტივების ფართო სპექტრი, მონაცემები და კვლევები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა გამოიწვევს არაერთ გაუთვალიწინებელ შედეგს, რაც არ ჩამოუვარდება იმ ნეგატიურ გავლენას, რასაც ეს ცვლილება იქონიებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, საგადასახადო შემოსავლების, უკანონო ვაჭრობის, ფულის გათეთრების და ფინანსური დანაშაულებების მიმართულებით.

ცვლილების ეფექტები:

  1. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება ბრენდის მფლობელებისთვის კანონიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლების ჩამორთმევის ტოლფასია;
  2. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება გამოიწვევს თამბაქოს ბაზარზე უკანონო ვაჭრობის ზრდას, რადგან სტანდარტული შეფუთვის დიზაინის გაყალბება ბევრად მარტივია, ვიდრე არსებული დიზაინისა.
  3. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება გაართულებს ორიგინალური და გაყალბებული თამბაქოს პროდუქტების გარჩევას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე აღმასარულებელი ორგანოებისთვის, რომლებიც ისედაც საკმარის წინააღმდეგობას ხვდებიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისას.
  4. უკანონო ბაზრის ზრდა უარყოფით გავლენას იქონიებს საგადასახადო შემოსავლებზე, რადგან თანხების გადინება მოხდება თამბაქოს უკანონო ბაზარზე ჩართული მიმწოდებელი კრიმინალური დაჯგუფებებისკენ.
  5. სტანდარტიზებული შეფუთვა გამორიცხავს საფირმო ნიშნებისა და ბრენდირების განთავსებას. ამით მომხმარებლებს ხელიდან ვაცლით პროდუქტის მწარმოებლისა და ხარისხის შემოწმების და, შესაბამისად, დასაბუთებული არჩევანის გაკეთების კრიტიკულად მნიშვნელოვან მექანიზმს.
  6. სტანდარტიზებული შეფუთვა შესაბამისობაში არ მოდის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დასაცავად მიღებულ ქართულ და საერთაშორისო კანონებთან.

მოცემული შეფასება საქართველოში სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღებასთან დაკავშირებით ადეკვატურად არ აფასებს იმ შედეგებს, რაც აღნიშნულ კანონპროექტს ექნება ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკაზე, კანონებსა და აღსრულების რეჟიმზე. მეტიც, შეშფოთებულები ვართ, რადგან აღნიშნული კანონპროექტის სპონსორები საკმარისად არ აფასებენ, თუ როგორ შეუძლია აღნიშნულ კანონპროექტს ძირი გამოუთხაროს ბიზნესისა და აღმსარულებელი ორგანოების შესაძლებლობებს, ეფექტურად ებრძოლონ გაყალბებასა და უკანონო ვაჭრობას. ჩვენ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში (ICC Georgia) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პლატფორმა – ბიზნესი კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ (BASCAP), განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა საქართველოს უფრო მოწყვლადს გახდის თამბაქოს უკანონო ვაჭრობის კუთხით. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ გადახედოს შეთავაზებულ კანონპროექტს იმ სპეციფიკური ასპექტების გათვალისწინებით, რაც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე”, – წერია განცხადებაში.

www.tabula.ge

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

Share