Home » საზოგადოება » აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

“აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების სერიას „ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის“ ანუ  რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს“ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

საკმაოდ ცნობილი მეცნიერები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადება, თითქოს გარკვეული მონაცემების დამალვის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებულია, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენს სტატიებს გამოხმაურება მოჰყვა თავად თეა გოდოლაძისგანაც, რომელმაც  ყოვლად მიუღებელი ფორმით, დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა და საკუთარი ინტერვიუზე განაცხადა, თითქოს „აიპრესიდან“ მას არავინ დაკავშირებია. ამ თემას ჩვენ საკმაოდ ვრცლად, ძალიან მალე დავუბრუნდებით და წარმოგიდგენთ მ უკანასკნელის მიერ გავრცელებული ტყუილის დამადასტურებელ მასალას.

მანამდე კი ვაგრძელებთ აღნიშნული თემის გარშემო კვლევას და შევეცდებით ყველა საჭირო უწყებისგან მივიღოთ კითხვაზე პასუხი: ვის ეკუთვნის ექსკლუზივი საქართველოში მომხდარ მიწისძვრებზე?

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მონაცემების დაფარვა მეცნიერებს სერიოზულად აზარალებს, რადგან მცირე მიწისძვრებზე კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია მოსალოდნელი საშიშროებების დასადგენად. ის გამოთქვას ეჭვს, რომ შესაძლოა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათ ეროვნული ინსტიტუტი საერთოდ არ აგროვებდეს ასეთ მონაცემებს.

ბატონო თამაზ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი სეისმურ მონაცემებს სრულად არ ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ ეს მათი ინტელექტუალური საკუთრებაა. ამ თემაზე მეცნიერებს შორის დავა უკვე წლებია გრძელდება. „აიპრესი“ ცდილობს გაარკვიოს, რამდენად სწორია მეცნიერთა ეს მოთხოვნა და ინსტიტუტის პოზიცია მათ მოთხოვნაზე. გვაინტერესებს საერთაშორისო გამოცდილება, როგორ ხდება სხვა ქვეყნებში მსგავსი მონაცემების გასაჯაროვება, ან მეცნიერთა მიერ მოპოვება?

რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნებში, სეისმური მონაცემები არ არის ასე გასაიდუმლოებული და განპირადებული. პირიქით, ახლანდელი პოლიტიკა მეცნიერებაში არის, რომ რაც შეიძლება ღია და მისაწვდომი იყოს მიღებული მონაცემები. ეს არის საზოგადო პოლიტიკა და მონაცემების დამალვა ძალიან უცნაურად ჟღერს. აქ არის ერთი ეჭვი, რომ უბრალოდ, მცირე მიწისძვრების მონაცემებს ისინი არ აგროვებენ. ისინი აქვეყნებენ მხოლოდ გარკვეული სიმძლავრის მიწისძვრებს, ანუ 3 და მეტი მაგნიტუტის მიწისძვრებს ამუშავებენ და აქვეყნებენ. მცირეს, ჩვენი ეჭვია, რომ ისინი საერთოდ უგულებელყოფენ და არ ამუშავებენ.

3-ზე ნაკლები მაგნიტუდის მიწისძვრებს ამუშავებენ, აგროვებენ, თავისთვის აქვთ, თუ არ ამუშავებენ, ამაზე პატიოსნად თქვან პასუხი. ესენი მალავენ, რომ სუსტი მიწიძვრების დამუშავება არ ხდება. ტყუილია მგონია რასაც ამბობენ, აკეთებენ და არ აძლევენ არავის.

ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი მონაცემები არ არის საჯარო რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში…

მაგარი მაგალითები მოჰყავს – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი… არ უთქვამს მსოფლიოში როგორ არის, განათლებულ და ევროპულ ქვეყნებში? ამერიკა, ევროპა, ასევე მისდევს დამალვას ამ მონაცემების? მე მაქვს ნაშრომი, წამყვან ჟურნალში გამოქვეყნებული, სადაც პირდაპირ წერია მიწისძვრების კატალოგზე.  ეს არის მონოგრაფია, რომელიც ეძღვნება მანქანურ სწავლებას სეისმოლოგიაში, აი რას წერენ წამყვანი მეცნიერები: მიწისძვრების კატალოგების შექმნა დაბალი მაგნიტუდებისთვის ეს იყო ერთ – ერთი ძირითადი საქმე გასაკეთებელი სეისმოლოგიაში. უფრო სრული კატალოგი არის წარსადგენი, ძალიან ბევრი გამოყენებისთვის, ისეთი გამოყენებისათვის, როგორიც არის რღვევის გააქტიურება, რღვევების ქსელის იდენტიფიკაცია, სეისმური საშიშროების შეფასება და ინდუცირებული სეისმოლოგიის შეფასება. ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს ინდეტიფიკაცია შოკებისა, რომელიც დიდ მიწისძვრებს წინ უძღვის. ესეც საკმარისია ყველაფრის გასაგებად. ეს არის წამყვანი პრობლემა სეისმოლოგიაში.

სხვა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სეისმური მონაცემების მოპოვებაც კი უპრობლემოდაა შესაძლებელი და თუ გამოითხოვთ, მოგაწვდიან. ხომ არ გქონიათ პრაქტიკა, ან ხომ არ იცით როგორაა ეს ყველაფერი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში?

მე არ მაინტერესებს რუსეთის დაბალი სეისმურობა, ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე რა ხდება. შეიძლება მაგის გარკვევა, თუ გნებავთ გავაგზავნით შეკითხვებს. უბრალოდ არ არის ეს საინტერესო ჩვენთვის, რადგან ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე რა ხდება, თუ პროგნოზირება უნდა გაკეთდეს მიწისძვრების. აზერბაიჯანში და სომხთშიც ჩვენ ასეთი მოთხოვნა არ გაგვიგზავნია, მაგრამ შეიძლება გავაგზავნოთ და გავარკვიოთ.

 ბატონო თამაზ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ერთადერთი ორგანიზაციაა, ვისაც საქართველოში მსგავსი სეისმური მონაცემების მოპოვება შეუძლია. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ მათ აქვთ შესაბამისი ბაზა და ტექნიკა. თუ ისინი მოპოვებულ ინფორმაციას სხვა მეცნიერებს არ უზიარებენ და არ ასაჯაროვებენ, როგორ ახერხებთ ისეთ თემებზე მუშაობას, როდესაც მსგავსი ინფორმაცია გჭირდებათ?

სპეციალისტის თვალით უნდა გადავხედოთ, რას იძლევიან ღიად. ყველაფერს კი არ მალავენ. მაგნიტუდა 3 და მეტი არის ღია მონაცემები, ეს არის საკმარისი გარკვეული მიზნებისთვის. ეს არის საკმარისი ეგრეთწოდებული სეიმური საშიშროების შეფასებისთვის, მაგრამ ეს არის გარკვეული ტექნიკური ამოცანა და არა მეცნიერული. მეცნიერებას სჭირდება სწორედ სუსტი მიწისძვრა, რადგან სუსტი მიწისძვრების რეჟიმში შეიძლება იმალება მომავალი მიწიძვრის მომზადება. მთელ მსოფლიოში დამუშავებულია, რომ მაგნიტუდა 3-ზე მეტი თუა მიწიძვრა, ის შედის კატალოგში და ამით კეთდება ჯერ ჯერობით არსებული სეისმური ნორმები.

წყარო: ipress.ge

Share