Home » საზოგადოება » Airbnb-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის
Airbnb-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

Airbnb-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

ბინების გაქირავების გლობალური პლატფორმა Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება Airbnb-ის  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სადავო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება ანუ სახლები არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. ამას გარდა, Airbnb-მ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება, რეგიონში კიდევ უფრო დიდ კონფლიქტთან არის დაკავშირებული“, – ეწერა მაშინ Airbnb-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე განცხადების ძირითად ნაწილში კი საუბარია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული ობიექტები წინა გადაწყვეტილებით ასევე წაიშალა. ამჯერად კომპანია აღნიშნავს, რომ აღარ წაშლის დასავლეთ სანაპიროს თავისი პლატფორმიდან, თუმცა აცნობიერებს საკითხის კომპლექსურობას და არ მიიღებს სარგებელს ამ რეგიონში სახლების გაქირავებიდან. კერძოდ, დასავლეთ სანაპიროზე სახლების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალს Airbnb არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე მიდგომა გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

ათუმცა, ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში Airbnb-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლიდა.

Share