Home » ფინანსები » აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%

აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%

მათ, ვისაც უძრავი ქონების საუკეთესო პირობებით შეძენა სურს, „ვითიბი“ უპრეცედენტო აქციას სთავაზობს: ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხზე და მომენტალური 2%-იანი ქეშბექი.

როგორც „ვითიბის“ იპოთეკური მიმართულების კოორდინატორი ნათია მიქაძე განმარტავს, შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბანკის მომხმარებლებს, ისე მათ, ვისაც მხოლოდ ახლა სურთ, „ვითიბის“კლიენტი გახდნენ.

მისივე თქმით, ქეშბექით სარგებლობისთვის, აუცილებელია, სესხის მიზნობრიობა იყოს იპოთეკური, იქნება ეს ბინის/სახლის ფიზიკური პირისგან თუ დეველოპერისგან შეძენა, რემონტი ან მშენებლობა.

„ასევე, კლიენტს შეუძლია, სხვა ბანკში უკვე არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირება ვითიბი ბანკში და 2%-იანი მომენტალური ქეშბექით სარგებლობა. ვფიქრობ, ეს შეთავაზებაც ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და ხელსაყრელი იქნება,“ – აღნიშნა „ვითიბის“ იპოთეკური მიმართულების კოორდინატორმა ნათია მიქაძე.

„ვითიბის“ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში, ასეთია:

EUR წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-დან (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 5.6%-დან); USD წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-დან (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 6.7%-დანდარაც მთავარიაგაცემული თანხის 2% მომენტალურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.

„აქციის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გვაქვს რამდენიმე პირობა, რომელსაც მომხმარებელი თავად ირჩევს და მაქსიმალურადაა მასზე მორგებული,“ – განგვიმარტა ნათია მიქაძემ.

„ვითიბის“ იპოთეკური მიმართულების კოორდინატორი ასევე განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც იპოთეკური სესხის უცხოურ ვალუტაში აღება სურს:

„უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხით, მომხმარებელმა რომ ისარგებლოს, სესხის თანხა მინიმუმ 200 000 ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში უნდა იყოს. ნაკლებ თანხაზე უცხოურ ვალუტაში სესხით სარგებლობა კანონმდებლობით არის შეზღუდული. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი შემოსავალი, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შეძლოს და ასევე, საჭიროა დადებითი საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია, რომ 200 000 ლარზე ნაკლები მოცულობის იპოთეკური სესხი (ბინის შესაძენად) გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობით თანხის მოცულობასა და ვალუტაზე შეზღუდვა არ ვრცელდება,“ – აღნიშნა ნათია მიქაძემ.

მისი თქმით, „ვითიბი“ ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად მომხმარებელზე იყოს მორგებული და შესაბამისად, ყოველთვის მარტივ და სწრაფ მომსახურებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული აქციაც მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შეძენის გამარტივებასა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

იპოთეკური სესხითა და ქეშბექით სარგებლობისთვის ონლაინ განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://vtb.ge/ge/individuals/application-for-credit/8/ipotekuri-seskhi

Share