Home » ფინანსები » აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.9 მლნ ლარი შეადგინა
აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.9 მლნ ლარი შეადგინა

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.9 მლნ ლარი შეადგინა

2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი 15.1%-ით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მლნ აშშ დოლარი (46.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.3 მლნ აშშ დოლარისა (40.2 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

Share