Home » საზოგადოება » აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურს და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რომ სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას.

„ბიუროს ახალი თავმჯდომარე სააღსრულებო სისტემაში 20 წელია, მუშაობს. ერეკლე ღვინიანიძე 2002-2012 წლებში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი, კერძო აღმასრულებელი იყო.

ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეიდან შეუდგა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share