Home » ახალი ამბები » აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანიები “ინ-სი” და “დაგი” განახორციელებენ
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანიები "ინ-სი" და "დაგი" განახორციელებენ

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანიები “ინ-სი” და “დაგი” განახორციელებენ

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა.

უფრო კონკრეტულად, როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, “თბილისის განვითარების ფონდის” მასშტაბურ პროექტზე – “ახალი ტფილისი” “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრი კომპანიები “ინ-სი” და “დაგი” იმუშავებენ.

“სამშენებლო კომპანია “დაგი” ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2003 წელს, ხოლო “ინ-სი” 2007 წელს შემოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოების მიხედვით აღნიშნული კომპანიების ბალანსზე მრავალი მასშტაბური პროექტი ირიცხება.

“დაგის” მიერ განხორციელებული პროექტებია: სათაფლიის ნაკრძალის სრული მშენებლობა, მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერის თეატრის აღდგენითი სამუშაოები და მრავალი სხვა.

რაც შეეხება კომპანია “ინ-სი”-ს, მის მიერ შესრულდა დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში. 2007 წლიდან “ინ-სის” მიერ აშენდა ორმოცდაათზე მეტი სამშენებლო ობიექტი და ჩატარდა სხვადასხვა ქუჩებისა და ქალაქების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის კახეთში – თელავის რეაბილიტაცია და ძველი თბილისის უბნები”, – განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

ipn.ge

Share