Home » ეკონომიკა » აფბა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს აფასებს
აფბა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს აფასებს

აფბა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს აფასებს

11 მარტს „პირველი“-ის პრეს კლუბში ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები შეაფასა. „საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2015 წელს, 1 351 მლნ დოლარის, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 23%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. ინვესტიციები განსაკუთრებით შემცირდა ისეთ დარგებში როგორიცაა ენერგეტიკა 52%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა 55%-ით, სამშენებლო სექტორი 59%-ით და უძრავი ქონება, სადაც 2014 წელთან შედარებით 65%-იანი კლება ფიქსირდება.

თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას ბოლო წლების ტრენდის ფარგლებში, ნათლად დავინახავთ, რომ 2015 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა ჩამოუვარდება მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს და აღემატება 2013, 2012, 2011 წლის მონაცემებს. თუ ჩვენ სიტუაციას შევხედავთ ინვესტორების მოზიდვისა და დარგების მიმართ ინვესტორების დაინტერესების კუთხით, სურათი ასეთია, 2013-2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 7 მილიარდ 594 მლნ $ შეადგინა, რაც 75%-ით აღემატება 2010-2012 წწ 3 წლიან შედეგს.

2015 წლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ზრდა ფიქსირდება ისეთ სექტორებზე როგორებიცაა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა + 27 %, საფინანსო სექტორი + 40 %, სოფლის მეურნეობა + 59 % და ჯანდაცვის სექტორი, სადაც 2014 წელთან შედარებით 80 %-ნი მატება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ეკონომიკური სექტორებია, რომლის პოპულალიზაციასა და განვითარებაზე ხელისუფლება ბოლო 2 წელია აქტიურად მუშაობს.“

ბაირახტარის განცხადებით ინვესტიციების მოცულობაზე უარყოფითი გავლენა ეროვნული ვალუტის დევალვაციამაც იქონია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც 2015 წლის მონაცემებში, 2014 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი მოგვცა, არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია. სწორედ ეროვნული ვალუტის რყეევბს აქცევენ ინვესტორები, დიდ ყურადღებას ინვესტიციების განხორციელებამდე.“

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share