Home » ფინანსები » ADB საქართველოს $100 მილიონის დაფინანსებას გამოუყოფს
ADB საქართველოს $100 მილიონის დაფინანსებას გამოუყოფს

ADB საქართველოს $100 მილიონის დაფინანსებას გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს.

მხარეებს შორის უკვე გაფორმდა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის“  შეთანხმება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ.

პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.

პროგრამის ფარგლებში,  განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის  განვითარების, ასევე  საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად  გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.

წყარო: GBC

Share