Home » ახალი ამბები » ადამიანს, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთი ექნება, „კომენდანტის საათი“ არ შეეხება

ადამიანს, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთი ექნება, „კომენდანტის საათი“ არ შეეხება

საქართველო – ესპანეთს შორის მატჩზე დამსწრებ პირებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. “კომენდანტის საათი“ არ შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას გაავრცელებენ. “ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება.

იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და “კომენდანტის საათი” არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ გულშემატკივრებს 28 მარტს, დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასწრება შეეძლებათ.

Share