Home » ახალი ამბები » აჭარის სტენდი ბელარუსიის ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია
აჭარის სტენდი ბელარუსიის ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია

აჭარის სტენდი ბელარუსიის ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრშია

აჭარის სტენდი ბელარუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2016 განსხვავებული პროგრამით წარდგა და გამოფენის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორი იპყრობდა.

„მიმდინარე წელს აჭარის სტენდი მინსკის ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რაც ჩვენს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი არამატერიალური კულტურის- ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის დამსახურებაა. ჩვენი არამეტიარული კულტურა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ჩვენს ვიზიტორებს და ვაპირებთ რეგიონის კულტურულ პოტენციალს პოპლარიზაცია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში მსგავსი გამოფენებითა და აჭარის დღეების გამართვით გავუწიოთ“  განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს  დეპარტამენტი მინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 6-9 აპრილს წარადგენს. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ უწევენ.

ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსიაში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, მინსკში „აჭარის დღეების“ ჩატარებასა და  აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.

Share