Home » საზოგადოება » აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არ გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება
აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არ გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება

აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არ გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება

დედაქალაქში არსებულ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არგამოყენების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 

ბიზნესომბუდსმენის აპარატი აბრებზე ქართული წარწერების დართვის ვალდებულებასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან კონსულტაციებს განაგრძობს.  უცხოური წარწერების ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით კომპანიებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

ბიზნესომბუდსმენ  ირაკლი ლექვინაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების სამსახურებმა  ეფექტურად იმუშაონ და კომპანიებს შესაბამისი ნებართვები დროულად გადასცენ.

,,რამდენიმე კომპანიას ჰქონდა ბრენდის სახელის თარგმნასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგანაც სათავო ოფისიდან მათ არ მიუღიათ  შესაბამისი თანხმობა, თუმცა, არიან  ისეთი კომპანიები, რომლებმაც ეს თანხმობა მიიღეს  და ამ კუთხით საკითხიც იქნა გამოსწორებული. ვებ-გვერდის მისამართის სწორად  თარგმნასთან იყო  დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა, რომლებიც, ბუნებრივია,  უნდა იქნეს გათვალისწინებული. მთავარია, რომ შესაბამისი  სამსახურების მიერ ნებართვების გაცემა მოხდეს  დროულად,  რათა დროის გაჭიანურებამ არ შექმნას დაჯარიმების საფუძვლები.’’- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერია აბრებზე ქართული წარწერის დატანვის ვალდებულების ჯარიმის გაზრდას  გეგმავს. დედაქალაქში არსებულ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არგამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე – 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.

“არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს, ქართულ დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი” – თქვა კალაძემ.

მოამზადა ანა ბაჟუნაიშვილმა

Share