ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ 40 000 ლარით დაა...

როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 ფაქტი, ასევე ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა და ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით.„შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის - სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევისათვის - სულ - 10,000 (ათი ათასი) ლარი.ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები 2 (ორი) დარღვევისთვის - სულ, 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობება, რაც ჯარიმის წესის (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 ლარის ოდენობით. სულ - 20,000 (ოცი ათასი) ლარი.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 40,000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

1713793121

„საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, ი...

დავითაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ მიუღია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად.„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებისა, რომ ჩვენ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში. ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ ხოლმე კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს საქართველო საფინანსო ცენტრი, ჰაბი და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს.ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, პირველ რიგში“,- განაცხადა დავითაშვილმა.კითხვაზე, მიაყენებს თუ არა ეს ცვლილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს, დავითაშვილის თქმით, ეს გამორიცხულია.„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც გამორიცხავს იმას რომ, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი ან რაიმე კუთხით დაისვას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

1713792846

სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, სამშენებლო მასალების მსოფლიოში უმსხვილე...

ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ Merkur.de-ზე დაყრდნობით იუწყება.კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის ფუნქციონირების შემდეგ, Knauf Group-მა გადაწყვიტა უარი თქვას რუსულ ბიზნესზე "მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით".თუმცა, გაურკვეველი რჩება, რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდან გასვლის მოულოდნელი გადაწყვეტილება.კომპანიას „სურს რუსეთში არსებული ყველა ბიზნესი, მათ შორის სამთო, წარმოება და გაყიდვები, გადასცეს ადგილობრივ მენეჯმენტს, რათა მომავალში 4 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს“.შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს რუსეთის ხელისუფლებამ. მედიის ცნობით, კნაუფმა კრემლს უკვე შეატყობინა.

1713789700

Tesla-მ ელექტრომობილებზე ფასები შეამცირა - მიზეზი

კომპანიამ Model 3-ის საწყისი ფასი ჩინეთში 14 000 იუანით (1 930 აშშ დოლარი) შეამცირა 231 900 იუანამდე (32 000 აშშ დოლარი).გერმანიაში უკანა ამძრავიანი Model 3-ის ფასი თებერვლიდან 42990 ევროდან 40990 ევრომდე (43670.75$) შემცირდა.Tesla-მ შეერთებულ შტატებში ფასები შეამცირა.Tesla-ს წარმომადგენლის თქმით, ფასების შემცირება ასევე მოხდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში.

1713789382

მთავრობა დაშლილების კონტროლს გეგმავს - გაძვირდება თუ არა მეორადი ავტონ...

„მთავრობას დიდი ხანია სურს გარკვეული რეგულაციების ჩატარება, უფრო კონკრეტულად კი აღირიცხოს თითოეული ნაწილი, რაც დაიშალა. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს რეგლამენტი, თუმცა როდის განახლდება, უცნობია“ - აცხადებს ის.ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს რეგულაცია საკმაოდ რთულად შესრულებადია, საბოლოოდ კი ეს პროცესი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს.„თავად ფაქტმაც გვაჩვენა, რომ როდესაც ეს რეგულაცია შემოდიოდა, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოესწრო ძველი მანქანის ყიდვა.ადამიანმა, რომელსაც ძველი ავტომობილი ჰყავს, უნდა გამოცვალოს ის, რადგან მისი ტექნიკური ექსპლუატაცია შეუძლებელია. ანუ, ამ ადამიანმა თავისი მანქანის ტექნიკურ მონაცემებზე უკეთესი ავტომობილი უნდა შეიძინოს, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში აქ არებული ავტომობილების გაძვირება გარდაუვალია“, - განაცხადა ნონიაძემ.მისი თქმით, გაიზრდება მეორადი ავტომობილების ნაწილების ღირებულებაც.Bpn.ge

1713786796

"არაერთი შემთხვევაა, როდესაც გაუგონარ პირობებში წარმოებული რძის პროდუქ...

როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა საუკეთესოა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი აქვს იმ დონეზე, რომ არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს.ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, რძის წარმოება ქვეყანაში სეზონურია, მარაგები ზამთარში ფაქტობრივად არ არის, რის გამოც დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტული, გაურკვეველი წარმოშობის რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმები, რასაც მცირე მწარმოებლები თითქმის მასიურად იყენებენ.მისი ინფორმაციით, არაერთი შემთხვევაა ასევე, როცა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები სოფელთან და გლეხურ მეურნეობებთან ასოცირებულ  სახელებს  ბრენდად იყენებენ და არასათანადო პირობებში წარმოებულ პროდუქტს სოფლის ნაწარმად ასაღებენ.‘’რძის საწარმოების უმეტესობა ისე იხსნება, არც აღიარების კოდი აქვთ და არც შემოწმება აქვთ გავლილი. თუკი ფაქტს სურსათის უვნებლობის სააგენტო აღმოაჩენს, მეწარმეს წარმოება უჩერდება, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან, უკვე სხვა ფართს ეძებენ, სარდაფებში აგრძელებენ საქმიანობას და გაუგონარ პირობებში წარმოებული პროდუქტები (რძე, ყველი და მაწონი) გლეხებთან ასოცირებული სახელებით იბრენდება.  ყველაზე ხშირად კი გამოიყენება ‘’ბებო“, რომელსაც სინამდვილეში სოფელში მცხოვრები დიასახლისების მიერ წარმოებულ პროდუქტთან არაფერი აქვთ საერთო.  თუმცა მსგავსი ეტიკეტირებით ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ გლეხურია, არ უნდა შეეხონ! ამ დროს  წარმოებული პროდუქტი სერიოზული რისკების შემცველია. კაცმა არ იცის, რა პირობებში და რა ხელით მზადდება“, -  აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.მისი ინფორმაციით, ხარისხის კუთხით პრობლემა ფაქტობრივად არ არის მსხვილ საწარმოებში, სადაც პროდუქტი სტანდარტის დაცვით იწარმოება.რაც შეეხება გამოსავალს, როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია რეგლამენტის დაცვა მოხდეს და ამაში თანაბრად ჩაერთოს სამი სუბიექტი:  მომხმარებელი, სახელმწიფო და მწარმოებლები.,,ფერმერის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან წარმოების პროცესში კეთილსინდისიერება მისი მოვალეობაა. არ უნდა მოგატყუოს. სახელმწიფო ვალდებულია, კანონი აღსრულების მხრივ მოაგვაროს სიტუაცია.  თუმცა მომხმარებლისთანა საიმედო პარტნიორი სახელმწიფოს არ ჰყავს.  მყიდველი გამადიდებელი შუშით უნდა ამოწმებდეს, აკვირდებოდეს და ამოწმებდეს  ეტიკეტს და ნებისმიერ დარღვევაზე მოითხოვოს რეაგირება. სხვა არაფერი შველის, რადგან სურსათის უვნებლობის მხრიდან ზომების გააქტიურების მიუხედავად, პრობლემა ვერ გვარდება, გაცილებით ბევრი ფაქტია და ამის კონტროლს ერთი უწყება ფიზიკურად ვერ გასწვდება“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.ცნობისთვის,  საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს.BP.GE

1713785205