Home » საზოგადოება » 96 ხიდი და 53 გვირაბი – როგორი იქნება რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ვიდეო)
96 ხიდი და 53 გვირაბი – როგორი იქნება რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ვიდეო)

96 ხიდი და 53 გვირაბი – როგორი იქნება რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საპროექტო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები კი 2019 წლის იანვარში დაიწყება.

როგორი იქნება ავტომაგისტრალი პრემიერის ადმინისტრაციამ ვიდეო გაავრცელა. რიკოთის უღელტეხილზე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში 52 კმ-იანი სიგრძის გზის, 96 ხიდის (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბის (საერთო სიგრძით 36 კმ) მშენებლობა იგეგმება.

“ჩვენი მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტის – ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის, 21 ხიდისა და 5 გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია”, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვრიკაშვილმა.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2021 წელს დასრულდება.

BPI.GE

Share