Home » საზოგადოება » 94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება – გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება – გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე და 2-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება.

„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია.

ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდოთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს”, – განაცხადა ფხაკაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში”.

Share