Home » მსოფლიო » ბერნი სანდერსმა გამოკითხვებში ჰილარი კლინტონს გადაასწრო
ბერნი სანდერსმა გამოკითხვებში ჰილარი კლინტონს გადაასწრო

ბერნი სანდერსმა გამოკითხვებში ჰილარი კლინტონს გადაასწრო

აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ბერნი სანდერსმა, ახალი აიოვას შტატში ჩატარებულ გამოკითხვაში ჰილარი კლინტონს გადაასწრო. ვერმონტის სენატორს შტატის მოსახლეობის 51%-ის მხარდაჭერა აქვს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს კი 43%. ეს ყველაფერი კი დემოკრატების პარტიულ კრებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.
 CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სანდერსმა კლინტონი ჩამოიტოვა ახალი ჰემპშირის შტატშიც, თანაც გაცილებით დიდი უპირატესობით, 60% 33%-ის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც სენატორმა სანდერსმა უპირატესობა მოიპოვა, ნათელი გახდა, რომ მისი თეთრ სახლში შესვლის სურვილი არც ისე არარეალურია.
“ხახლი ამბობს, რომ მათ მოსწონს ბერნის იდეები, ის კარგი კაცია, მაგრამ რესპუბლიკელების დამარცხებას ვერ შეძლებს”, – განაცხადა სანდერმა TIME-თან საუბრისას, “ეს არასწორია”.
Share